5 ძველი ქალაქი, რომელსაც ევროპაში მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ
მოგზაურები განტვირთვისთვის და იდუმალი თავგადასავლებისთვის ხშირად მიისწრაფვიან წყნარი და მშვიდი ადგილებისკენ, რომლებიც მდიდარ ისტორიას ინახავენ. და არც ისე ბევრი ქალაქია, რომელიც თან ცოცხლობს და თან შეჩერებული დროის განცდას ტოვებს.
წარმოგიდგენთ ხუთ ადგილს, რომელიც ვინტაჟურ ატმოსფეროს ქმნის.
1. მარბელას ძველი ქალაქი, ესპანეთი
თეთრად შეღებილი სახლები ყვავილებიანი აივნებით, მოკლე ქუჩები ფასონური მაღაზიებით, პატარა, ძველი ეკლესიები, ფანტანები, ქალები, რომლებსაც აუცილებლად ბოშური, კაშკაშა და ფერადი კაბები აცვიათ - ეს ყველაფერი ისაა, რასაც მარბელაში შეხვდებით. სწორედ ამ მოედანზე, რესტორანში შეგიძლიათ ანდალუსიური სამზარეულო გასინჯოთ. მოკლედ, მარბელას ძველი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და სიცოცხლით სავსე ადგილია, რომელსაც ესპანეთში წასვლისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
2. სიბიუს ძველი ქალაქი, რუმინეთი
სიბიუს ძველი ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია ანტიკური ციტადელების კედლებით, რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. მის რამდენიმე მოედანზე უამრავ მყუდრო კაფეს, ტერასასა და რესტორანს შეხვდებით. აქვე შეგიძლიათ სიბიუს ერთ-ერთ მუზეუმს — ბრუკენტალის ნაციონალურ მუზეუმს ეწვიოთ.
3. ბრიუგეს ისტორიული ცენტრი, ბელგია
შუა საუკუნეების ურბანული პეიზაჟი თავისი გოთიკური არქიტექტურით, ისტორიით, ხელოვნური არხებითა და შოკოლადით, საუკეთესო განწყობასა და ატმოსფეროს ქმნის. ცენტრშივე შეგიძლიათ იპოვოთ რესტორანი, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ლუდს გაუგებთ გემოს. ბრიუგეს უბრალოდ თვალიერებაც კი, დროში მოგზაურობას ჰგავს. როგორც მოგზაურები ამბობენ, ქალაქის ბოლომდე შესაცნობად მას საახალწლო პერიოდში უნდა ესტუმროთ.
4. ტალინის "ძველი ქალაქი", ესტონეთი
ტალინის "ძველი ქალაქი", თავისი ცენტრით, ისევ ინარჩუნებს შუა საუკუნეების გარემოს. რიყის ქვებით მოკირწყლული ხეივნები, ფერადი სახლები, ტაძრები, მუზეუმები და მყუდრო კაფეები — ნაგებობი, რომლებიც ძველ ატმოსფეროს იტევენ.
5. სპლიტი, ხორვატია
უნდა იცოდეთ, რომ სპლიტის რამდენიმე ადგილი სამეფო კარის თამაშებშია გამოყენებული. წმინდა დომნის ტაძარი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს აშენდა მავზოლეუმად. დიოკლეტიანეს სასახლის კარიბჭესთან მარტივად იპოვით მეათე საუკუნის ქანდაკებას, ის გამოხატავს კაცს, რომელიც ხორვატიული ენისთვის იბრძოდა. ადგილობრივებში ამ ქანდაკების თითთან შეხება კარგ იღბალს ნიშნავს.
თუ თქვენც გადაწყვეტთ ამ ქალაქების ნახვას, არ დაგავიწყდეთ, შეიძინოთ იმედი L-ის დაზღვევა ონლაინ.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები