რისი გემო აქვს ცხოვრებისეულ სიამოვნებას?
დაფიქრებულხართ ოდესმე, რას ვეძებთ ცხოვრებაში ყველაზე ხშირად? — ურთიერთობებს, წარმატებას, ფინანსურ სტაბილურობას, გართობასა და კიდევ უამრავ რამეს. ერთი შეხედვით, ეს ხომ ისედაც ცხადია და არ საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს, თუმცა ყველაფერი რაც ზედაპირზე ტივტივებს, აშკარა ფაქტი არ არის.
მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, ერთია: რისთვის ვეძებთ ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილს? რისთვის გვინდა კარგი სამსახური, შემოსავლები, გართობა, მეგობრები და ა.შ.? - თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიამოვნებისთვისაა. ოდითგანვე კაცობრიობის მთავარი მოტივაცია ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება იყო.
გამოჩენილი სპარსი ფილოსოფოსი და პოეტი (რომელიც ამავე დროს მათემატიკოსიც იყო და თან, არამხოლოდ), ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში წერდა "ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ-ო", ასე რომ ამ მოსაზრებისთვის წინააღმდეგობის გაწევას დიდი აზრი არ აქვს.
ალბათ ახლობელი ადამიანებისგანაც ხშირად გსმენიათ ბრძნული რჩევა - ისიამოვნე ცხოვრებითო! მითუმეტეს, რომ ცხოვრებაში რა გამოლევს სიამოვნების მიღების საშუალებებს.
სხვათაშორის, მათ სიას რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საშუალება დაემატა. საქართველოში მსოფლიოში ცნობილი სასმელების ბრენდი ომარ ხაიამი შემოვიდა, რომლის დისტრიბუციასაც კომპანია დაიმონდი უზრუნველყოფს. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ ალკოჰოლური სასმელის ბრენდი სპარსელი პოეტის სახელს რომ ატარებს, მაგრამ ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია.
ომარ ხაიამი თავის რობაიებში ხშირად წერდა ღვინის შესახებ და მას ერთგვარ თავისუფლების, სიამოვნებისა და საკუთარი თავის შეცნობის საშუალებად მიიჩნევდა. ცნობილი ფაქტია, რომ ღვინის სიყვარულის გამო მას თავის ეპოქაში არაერთი დაბრკოლება შეხვედრია და ხშირად განტევების ვაცადაც ქცეულა.
ღვინო მაშინ არის კარგი, როცა ის სიამოვნებას გვანიჭებს. ამისათვის კი აუცილებელია მაღალი ხარისხის შეირჩეს. აი, სწორედ ისეთი, როგორიც საქართველოში ახლადშემოსული ომარ ხაიამია. თუკი აქამდე თქვენი ალტერნატივა მხოლოდ წითელი და თეთრი ღვინის სახეობები იყო, დღეიდან უკვე შეგიძლიათ სრულიად ახალი გემოები შეიცნოთ, რომელიც ცისფერი და ყვითელი ფერებითაა წარმოდგენილი.
გვენდეთ, ასეთი ღვინო ჯერ არასდროს არსად გექნებათ დაგემოვნებული.
ახალი ალკოჰოლური სასმელი მართალია სპარსელი პოეტის სახელს ატარებს, მაგრამ თავად ბრენდი კანადურ-ფრანგულია. მას წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში ყიდის პროდუქტს. ომარ ხაიამი ოთხი ტიპის ალკჰოლური სასმელით არის წარმოდგენილი: ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბრენდი და ვოდკა.
საქართველოში ომარ ხაიამის შემოსვლასთან დაკავშირებული პრეზენტაცია სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ღონისძიებას, რომელზეც წარმოდგენილი იყო ომარ ხაიამის რამდენიმე სახეობის ალკოჰოლური სასმელი, ქართველი და უცხოელი მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამოს მთავარი გმირი ცისფერი და ყვითელი ღვინო იყო, რომელსაც ასე მისი ფერის გამო ვუწოდეთ. სინამდვილეში, ცისფერ ღვინოს "ცეცხლოვანი ცა" ეწოდება, ხოლო ყვითელს - ვულკანი. ორივე მათგანი გამოირჩევა თავისი გემოვნური მახასიათებლებით, რომელიც ქართული რეცეპტორებისთვის სრულიად უცხოა.
"ცეცხლოვანი ცა" ტკბილი ღვინოა, რომელსაც სპეციალური ბუნებრივი დანამატები ვიზუალურ ეფექტს სძენს, რომელიც ალს მოგაგონებთ. თუკი ბოთლს შეანჯღრევთ, თქვენს წინაშე საოცარი სანახაობა გათამაშდება. მას უმეტესად კენკრისა და ყურძნის ჰარმონიული მიქსის გემო დაჰკრავს.
რაც შეეხება "ვულკანს", მასაც აქვს სპეციალური ბუნებრივი დანამტები, რომლებიც ვიზუალურად ალმოდებულ ვულკანს წააგავს. ის თავისი არომატებით მდიდრულ, მომხიბვლელ გემოვნურ თვისებებს ატარებს.
კიდევ ერთი სასმელი, რომელიც კომპანია დაიმონდმა პრეზენტაციაზე წარმოადგინა, არაყი იყო, რომელსაც ძალიან მიმზიდველი არომატი ჰქონდა. მისი გასინჯვისას ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს მთის ჰაერი ჩაგესუნთქოთ და უკეთესად სუნთქავდეთ. მასთან ერთად, კომპანიამ ომარ ხაიამის ცქრიალა ღვინოც შემოიტანა ქართულ ბაზარზე, რომელიც შეფუთვითა და გემოვნური მახასიათებლებით უმაღლესი ხარისხისაა.
პრეზენტაციის ღონისძიებას ქართული სახელმწიფო ანსამბლი სხვადასხვა ეროვნული ცეკვებით ალამაზებდა, მათ შორის აფხაზურით, ფარიკაობით, მთიულურითა და ა.შ. გარდა ამისა, საღამოს მუსიკალურ ნომრებს ქართველი მომღერალი ანა მორგოშია ასრულებდა, მის გარდა კი წარმოდგენილი იყო ორკესტრიც.
ქართულ ბაზარზე ომარ ხაიამი სულ მალე გამოჩნდება და საქართველოს თითქმის ყველა მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. კომპანია დაიმონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ ბრენდს საქართველოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, რადგან ომარ ხაიამის გემოვნური თვისებები და ხარისხი ზუსტად შეესაბამება ქართველების კრიტიკულ და მომთხოვნ ხასიათს.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში ომარ ხაიამს დიდი წარმატება ელის. ჩვენი ალკოჰოლური სასმელები უმაღლესი ხარისხისაა, რასაც საერთაშორისო აღიარება და მისი წარმოების მეთოდები თანაბრად მოწმობს. სულ მალე, ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ომარ ხაიამი და დარწმუნებული ვარ, ისინი კმაყოფილები დარჩებიან და შეიყვარებენ მას", — გვითხრა დაიმონდის დირექტორმა, მარიამ ფურცხვანიძემ.
ღონისძიების დასასრულს, საღამოს ორგანიზატორებმა ვიქტორინის წესით გათამაშება მოაწყვეს და გამარჯვებულებს სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს. თუმცა, პრეზენტაციის დასასრულს ჯილდოს გარეშე არც ერთი სტუმარი არ დარჩენილა. კომპანია დაიმონდმა დამსწრე საზოგადოებას ომარ ხაიამის გამორჩეული არაყი უსახსოვრა.
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
კომენტარები