პუტინმა მაკრონს ნოტრ-დამის აღსადგენად საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს წერილი გაუგზავნა და საფრანგეთში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
"ნოტრ-დამი არის საფრანგეთის ისტორიული სიმბოლო, მსოფლიო და ევროპული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური და ქრისტიანობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი. პარიზში მომხდარმა კატასტროფამ რუსებს გული ატკინა", — წერს პუტინი.
გუშინ, 15 აპრილს საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. პარიზის პროკურატურაში გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.
მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია/ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
კომენტარები