ხანძრის შედეგად დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის არნოების ოჯახი 200 მილიონ ევროს გადარიცხავს.

ბერნარ არნოს Forbes-ის სიის მიხედვით, მსოფლიოს მე-11 უმდიდრესი ადამიანია. მისი კომპანია LVMH აერთიანებს მოდის წამყვან სახლებს Christian Dior, Louis Vuitton, Celine, Givenchy და სხვა. არნოების ოჯახის ქონება 41,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ისტორიული ნაგებობის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გადარიცხა Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა ანრი პინომ. მისი კომპანია რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა გუჩი, ალექსანდრ მაკქუინი, ბალენსიაგა, ივ სენ ლორანი და სხვა.

ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა პარიზის ბიუჯეტიდან. დამატებით 10 მილიონს გამოყოფს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონი. გარდა ამისა, გრანტები უკვე გამოყო ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.