"მთაწმინდელობა კოცნით გადადის", — გირჩის ახალი აქციის ფარგლებში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო აკოცებს ყველას, ვინც შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება და ვისაც, კოცნის სურვილი აქვს.

როგორც ჰერმან საბომ On.ge-ს უთხრა კოცნის აქცია მთაწმინდაზე გადმოწერის აქციის პარალელურად 24 აპრილამდე გაგრძელდება და სხვებიც ჩაერთვებიან.

"გამოდის, რომ გირჩი არამარტო პარტია, არამედ კომუნაცაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახლოს უნდა იცნობდნენ. ამასთანავე გირჩი მორიდებული ხალხის პარტიაა, ამიტომ ყინულის გასატეხად გადავწყვიტეთ კოცნის აქციის გაკეთება. ამით ერთმანეთს უფრო მეტად ვუახლოვდებით. გვგონია, რომ კოცნით უფრო გადამდებია გირჩელობა" - თქვა საბომ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება, სადაც მაჟორიტარობისთვის ჰერმან საბოც იბრძოლებს. შუალედურ არჩევნებისთვის კი გირჩი აპირებს, რომ თავის დამკვირვებლებს ხელფასი კრიპტოვალუტით გადაუხადოს.