პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია და ქართული ოცნების წევრი, კარლო კოპალიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ამ დაპირისპირებას რეპლიკით გამოეხმაურა დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი: "აი, სადამდე მიიყვანეს, გესმის? ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ბო..შვილი ვიყო". ამის შემდეგ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ "მიკროფონი ჩართული აქვს".

პარლამენტში სიტუაცია სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განმუხტა.