ემოციურ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ დგანან და ისტორიულ ნაგებობაში გაჩენილ ხანძარს შეჰყურებენ და პარალელურად ღვთისმშობლის კათოლიკურ საგალობელს, ავე მარიას ასრულებენ.

ვიდეოს ტვიტერზე ფრანგი კორესპონდენტი ავრცელებს.

გუშინ, 15 აპრილს საფრანგეთში, ნოტრ-დამში ხანძარი გაჩნდა. პარიზის პროკურატურაში გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღირსშესანიშნაობის აღსადგენად საჭირო თანხის შეგროვების მიზნით საერთაშორისო კამპანია დააანონსა.

ამავე თემაზე: