თუ თქვენ ჯანდაცვის სფეროში მუშაობთ და გსურთ, რომ აიმაღლოთ პროფესიული ცოდნა, გამოცდინება და უნარები, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსს უნდა დაესწროთ.

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა იწყებს სასერტიფიკატო კურსს: "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა".

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში, როგორიცაა ჰოსპიტალი, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და სხვა, ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • საექთნო საქმე;
  • ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე და სხვა.

სასერტიფიკატო კურსს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორები გაუძღვებიან, რომლებიც წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

კურსის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიონალი კადრების გადამზადებას, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას, სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას და პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

კურსზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით, მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი. ამავე ბმულზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ.