16 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესამდე სასამართლოს ეზოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი ჩართულობისა და განვითარების ცენტრია.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ვიტალი საფაროვი, 25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ ვარშავას (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა. არასამთავრობოების ცნობით, დაკავებულები ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

"მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან", — აცხადებენ ჩართულობის და განვითარების ცენტრში.

მათივე თქმით, ამ უკანასკნელს, არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.