გუშინ, 15 აპრილს საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. პარიზის პროკურატურაში გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება ნოტრ დამის შიდა სივრცე ხანძრის შემდეგ

ფოტო: AF

ფოტო: AFP

ფოტო: AFP

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი რელიკვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია/ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.