პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა. ფაქტის ამსახველი კადრები ფეისბუქზე გავრცელდა.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. BBC წერს, რომ ეს შესაძლოა ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. CNN წერს, რომ ოფიციალურმა უწყებებმა დამატებითი ძალების მობილიზება მოახერხებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენის ხანძარს უკვე ეხმაურებიან ტვიტერზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაწერა, რომ "სამწუხაროა, უყურო, როგორ იწვის შენი ნაწილი". ხანძრის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა გადადო.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანცუა ოლანდმა კი დაწერა, რომ "ნოტრე დამი მათი საერთო სიმდიდრეა".

გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალ ტრამპიც. მან მოუწოდა საფრანგეთს სწრაფად იმოქმედონ და საჰაერო წყლის ტანკერები გამოიყენონ.

ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა.