პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ხანზრის გამოწვევის მიზეზი უცნობია, თუმცა ოფიციალური უწყებები მომხდარს ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს.

გასულ წელს, საფრანგეთმა ეკლესიის არსებული სახით შესანარჩუნებლად სახსრების მოზიდვა დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ძლიერია, მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს და მიმდინარეობს ქრობის ოპერაცია.

ფოტო: Twitter

არიზის ღვთისმშობლის ტაძარი აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია/ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.