ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაბა ჩაქვში ფეხით მოსიარულე 12 წლის ბიჭი დაიღუპა. On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მძღოლი დაკავებულია, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მანქანას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.