ჩვენს ეპოქაში შოპაჰოლიკები ტანსაცმლის ან სასურველი ნივთების შესაძენად ტრადიციულ გზას აღარ მიმართავენ და სავაჭრო ცენტრებში სიარულის ნაცვლად, ინტერნეტში იწყებენ საიტ-საიტ სიარულსა და პროდუქციის არჩევას.

ბევრისთვის ონლაინ-შოპინგი გაცილებით მოსახერხებელია, თუმცა არიან ისინიც, ვინც ონლაინ ტრანზაქციების სანდოობას ეჭვის თვალით უყურებენ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ონლაინ-შოპინგისას თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.

1. იშოპინგე სანდო საიტებზე

რეპორტების უმრავლესობა ისეთ საიტებს ეხება, რომლებიც პოპულარული და სანდო არ არის. სწორედ ამიტომაც, შოპინგი უმჯობესია ისეთ სანდო პლატფორმებზე, როგორიცაა eBay და Amazon. ისინი ავთენტურები არიან და მომხმარებლის სანდოობაც გარანტირებული აქვთ. მათი სარეკომენდაციო წერილები და კომენტარებიც სწორედ მათ ლეგიტიმურობას მიუთითებს.

2. დარწმუნდი, რომ საიტი SSL-ითაა დაშიფრული

SSL იგივე უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც შენივე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მაშინ, როცა შენი პირადი ინფორმაცია შეგყავს საიტზე. ვებსაიტი მაშინაა გაშიფრული SSL პროტოკოლით, როცა ლინკი (URL) იწყება HTTPS://-ით, და არა - HTTP://-ით. გარდა ამისა, სწორედ ამ დროს ბოქლომის ნიშანი ჩნდება ლინკის წინ ან მის დაბლა, გააჩნია, რომელ ბრაუზერს იყენებ.

3. იყავი ფრთხილად

ფოტო: Getty Images

ის ისედაც გასაგებია, რომ საიტი ბაზისურ პირად ინფორმაციას გთხოვს, რათა საბოლოო ტრანზაქცია განხორციელდეს. თუმცა ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ შენს სახელს, მისამართს, საკონტაქტო ნომერსა და პირადი ანგარიშის ნომერს (გააჩნია, როგორი ტიპის გადახდა მიმდინარეობს). დანარჩენი პირადი ინფორმაციის გაცემა ტრანზაქციისთვის არ არის საჭირო, უმნიშვნელოა და ეს პირადი ანგარიშის, იდენტიფიცირების მოპარვის რისკს უფრო მეტად ზრდის.

4. დაიცავი შენი კომპიუტერი

კომპიუტერში ანტივირუსის პროგრამების დაინსტალირება დაიცავს მას ვირუსებისგან და იმ პროგრამებისგან, რომლებსაც შენს კომპიუტერში შემოჭრით პირადი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. ზოგიერთი ჰაკერი გაცილებით მაღალი დონის ტექნოლოგიურ სტრატეგიებს ფლობს, რომლებსაც მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამოყენება მათსავე საწინაათმდეგოთ შეუძლიათ.

5. შეამოწმე შენი პირადი ანგარიში

როგორც კი ონლაინ ტრანზაქციას განახორციელებ, მაშინვე შეამოწმე პირადი ანგარიშის ბალანსი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად იმ ოდენობის ფული გაიქვითა ანგარიშიდან, რამდენის გადახდაც ტრანზაქციის დროს მოგიწია.

ამ რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლია დარწმუნდე, რომ თაღლითობა და ყალბი ტრანზაქციები შენ აღარ შეგეხება. ხშირ შემთხვევაში, თაღლითობის მსხვერპლი სწორედ ისაა, ვინც არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა უნდა გაამჟღავნოს პირადი ინფორმაციიდან და რა — არა.