GeMUG: მალე საქართველოში Apple Pay ამუშავდება
გადახდების სისტემა Apple Pay მალე საქართველოშიც ამუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მაკის მომხმარებელთა ჯგუფი (GeMUG) სანდო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ბანკებთან უკვე დაწყებულია და სერვისის ჩართვას ზაფხულში უნდა ველოდოთ.
Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემა და ელექტრონული საფულეა. მის მომხმარებლებს შეუძლიათ, მიამაგრონ სისტემას საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები და აწარმოონ გადახდები ფიზიკური ბარათის გარეშე.
ადგილზე (ტერმინალით) გადახდები ხელმისაწვდომია iPhone-სა და Apple Watch-ზე. გარდა ამისა, Apple Pay-ში დამატებული ბარათებით გადახდა შესაძლებელია iOS-ის აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე Mac და iPad მოწყობილობებიდან.
Apple Pay მობილური მოწყობილობებით გადახდისას, უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ გაშვებისას, მისი მხარდაჭერა ყველა იმ მაღაზიას თუ სალაროს ექნება, რომელიც უკვე იღებს უკონტაქტო გადახდებს შესაბამისი ბარათებით, სტიკერებით და სხვა მსგავსი მატარებლებით.
გარდა გადახდებისა, ამ სისტემაზე მუშაობს ვირტუალური საფულე და ფულადი გზავნილები. Apple Pay Cash-ის საშუალებით, iOS-ის და Mac-ის მომხმარებლებს, ერთმანეთთან თანხის გადარიცხვა და მიღება, iMessage-შეტყობინების ფორმატში შეუძლიათ. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ეს სერვისიც ხელმისაწვდომი საქართველოში.
Apple Pay კომპანია Apple-მა 2014 წელს გაუშვა და მასში, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 34 ქვეყანაა ჩართული. სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვეყანაში მის გასაშვებად, ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობაა აუცილებელი.
გარდა Apple Pay-სა, საქართველოში ამ ეტაპზე კვლავ მიუწვდომელია ეფლის სხვა სერვისებიც, მათ შორის, App Store. 2017 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, 2017-ის ბოლოსთვის, App Store საქართველოშიც გაეშვებოდა. თუმცა, ეს არ მომხდარა. GeMUG-ის აზრით, Apple-ის ცენტრალურ გადახდის სისტემაში საქართველოს შეყვანამ, შესაძლოა, App Store-ის გახსნის პროცესსაც მისცეს ბიძგი.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები