უკვე დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვირტუალური მეგობრებისთვის, ძირითადად არა ჩვენი ნამდვილი ცხოვრების, არამედ მისი შელამაზებული ვერსიის ჩვენებას ვცდილობთ ხოლმე.

მექსიკელი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებსაც დღეს გიჩვენებთ, ინსტაგრამისთვის მაგიური ფოტოების გადაღების ნამდვილი ოსტატია. არარეალური, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებას კი ის ჩვენც გვასწავლის — ეს ხრიკები რომ ნამდვილად ამართლებს, წყალი არ გაუვა, რადგან ფოტოგრაფს ისნტაგრამზე უკვე 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს:

დაათვალიერეთ განსაცვიფრებელი "მანამდე და შემდეგ" ფოტოები:.

ფოტო: Omahi

მართალია, ამ ფოტოს გადასაღებად ომაჰიმ გარისკა და ძვირადღირებული კამერა იაფფასიან დამცავში მოათავსა, რათა არ დასველებულიყო, მაგრამ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.

ფოტო: Omahi

ზღაპრული ფოტოს გადასაღებად ტელევიზორიც გამოგადგებათ, რომელიც არაჩვეულებრივი ფონის მიღებაში დაგეხმარებათ.

ფოტო: Omahi

გიყვართ რომანტიკული ფილმები, რომლებსაც ბედნიერი დასასრული აქვთ?! მაშინ, თავადაც შეგიძლიათ, რომ გულისამაჩუყებელი ამბის ნაწილი გახდეთ. ამისთვის ქოლგა და ერთი ბოთლი წყალია საჭირო.

ფოტო: Omahi

ცეცხლმოკიდებული გაზეთის ფურცლების ფონზე ნამდვილად შთამბეჭდავი ფოტოები გამოდის.

ფოტო: Omahi

ინსტაგრამისთვის კარგი ფოტოს გადასაღებად სულაც არ არის აუცილებელი, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ.

ფოტო: Omahi

ყველაფერი თქვენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, მთავარია კრეატიულობა გამოიჩინოთ.

ფოტო: Omahi

ეს ფოტო ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა, ფოტოგრაფი ყოველი შემთხვევისთვის გვირჩევს, რომ ეს სახლში არ გავიმეოროთ.

ფოტო: Omahi

გაზაფხულია და ყვავილებიც აქტუალურია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. ასეთი ფოტოები ხომ უამრავ მოწონებასა და გამოხმაურებას იმსახურებენ.

ფოტო: Omahi

ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ფოტო საოცრად მაგარ ადგილას არის გადაღებული. სულ ტყუილად, რადგან კადრს მიღმა შეიძლება უბრალო, შავი ნაჭერი იმალებოდეს, რომელიც ფოტოგრაფის დამხმარეებს ხელით უჭირავთ.

ფოტო: Omahi

პროფესიონალი ფოტოგრაფისთვის არ არის აუცილებელი, რომ უნაკლო ფოტოს გადასაღებად, უამრავი ფული დახარჯოს და როგორც ჩანს, ინსტაგრამზე ყურადღების მისაქცევად, არც ჩვენთვისაა აუცილებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფები ვიყოთ.