ტექნოლოგიების განვითარებამ ტაქსის ბიზნესი მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს უკვე აღარ გვიწევს ქუჩაში მანქანის ძიება, რათა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში სწრაფად გადავადგილდეთ. არადა, ეს პროცესი ყველასთვის დისკომფორტს ქმნიდა - ჯერ სხვა მოქალაქეებისთვის უნდა გაგეწია კონკურენცია, შემდეგ კი სასურველი ფასისთვის უნდა გებრძოლა ტაქსის მძღოლთან.

დღეს უკვე ტაქსის გამოძახების რამდენიმე აპლიკაცია არსებობს, რომლებიც ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებენ, თუმცა ტაქსით სარგებლობასაც აქვს თავისი მახასიათებლები, ამ რჩევების გათვალისწინება კი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

შეამოწმეთ, რომ სწორ ტაქსიში ზიხართ

ეს რჩევა ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა მაინც უნდა დაიმახსოვროთ. ისეთ ადგილებში, სადაც ტაქსის ხშირად იძახებენ, როგორიც არის, მაგალითად, "ფაბრიკა" ან პოპულარული კლუბები, ძალიან მარტივია შემთხვევით სხვის გამოძახებულ ტაქსიში აღმოჩნდეთ და ამის შესახებ მაშინ გაიგოთ, როცა უკვე დიდი მანძილი გაქვთ გავლილი. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ ხოლმე აპლიკაციაში მანქანის ნომერი და მძღოლსაც დაუდასტურეთ, რომ ნამდვილად თქვენს წასაყვანადაა მოსული.

მანქანიდან გადმოსვლამდე, შეამოწმეთ, რამე ხომ არ დაგრჩათ

ესეც საკმაოდ მარტივი რჩევაა, რომელსაც შეუძლია ბევრი თავსატეხისგან გიხსნათ. ხშირად, ტაქსიში ჩაჯდომისას, ჩანთას უკან ვდებთ, ჩვენ კი წინა სკამზე ვჯდებით, ზოგიერთი მობილური ტელეფონი კი ჯიბიდან გამოცურებისკენ არის მიდრეკილი. ისეც ხდება ხოლმე, რომ ტაქსიში მობილურის დატენვის დროს შესაძლოა ჩვენი სმარტფონი მანქანაში დაგვრჩეს. ნივთები ხშირად გვრჩება ტაქსიში, ამიტომ, გადმოსვლისთანავე, ყოველთვის შეამოავლეთ თვალი სალონს.

ფასთან ფრთხილად იყავით!

ალბათ უკვე შენიშნეთ, რომ პიკის საათებში, როდესაც ბევრი ადამიანი იძახებს ტაქსის, მგზავრობის ფასი მატულობს. ამის გამო შესაძლოა, რომ მოკლე მანძილის გავლაში მოზრდილი თანხის გადახდა მოგიწიოთ. ტაქსის საფასური რომ არ გაგეზარდოთ, შესაბამისი აპლიკაცია უნდა გამოიყენოთ.

საქართველოში შემოვიდა ტაქსის სერვისი InDriver, რომელშიც მგზავრობის საფასურს რაიმე ალგორითმი კი არ წყვეტს, არამედ - თქვენ. ამ აპლიკაციაში ყოველი მგზავრობის საფასურის დაწესება თქვენით შეგიძლიათ, ასევე შეგეძლებათ აირჩიოთ ის მანქანაც, რომელიც მოგაკითხავთ. ამიტომ აღარასდროს მოგიწევთ იმის აღმოჩენა, რომ პეკინის ერთი ბოლოდან მეორეში მისვლისთვის აპლიკაციამ 10 ლარი ჩამოგაჭრათ.

ტაქსისტის ისტორიები

სოციალურ ქსელებს თუ იყენებთ, შეამჩნევდით, რომ ადამიანები ხშირად ყვებიან ტაქსიში მოსმენილ ისტორიებს და ამით ცნობადი სახეებიც ხდებიან. სტატუსის სახით მოთხრობილ ტაქსისტისგან მოსმენილ ისტორიას ყველანი გულისყურით ვკითხულობთ, ამიტომ შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი მძღოლი რაიმე ისტორიის მოყოლას დაიწყებს, ყურადღებით მოუსმინეთ - მის ისტორიაში, შესაძლოა, თქვენი შემდეგი პოპულარული სტატუსი იმალებოდეს.