გუშინ მსოფლიომ HBO-ს დიდებული სერიალის სამეფო კარის თამაშები ფინალური სეზონის პირველი სერია იხილა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ეპიზოდში მაყურებელი იმ სიტუაციას გაეცნო, რომელიც ვესტეროსში მკვდრების არმიის შემოსევამდე სუფევს.

ახლახან კი არხმა მეორე სერიის პრომოც გაავრცელა, სადაც ვინტერფელში ჩასული ჯეიმი ლანისტერი დეინერის ტარგარიენის წინაშე წარსდგა და თუ ანონსს დავუჯერებთ, ტირიონისა და სერსეის ძმას არც თუ ისე კარგი დღეები ელოდება.

GOT-ის მეორე სერია ეთერში 21 აპრილს გავა.