ამჟამად ათასობით ადამიანი ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებს, გათიშულია Instagram და Whatsapp-იც.

როგორც ირკვევა, მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერც კომპიუტერის და ვერც მობილური აპლიკაციის საშუალებით ახერხებენ.

ქვემოთ მოცემულ რუკაზე მონიშნულია ადგილები, საიდანაც ფეისბუქის სერვისები ამჟამად მიუწვდომელია.

ფოტო: Downdetector.co.uk

მომხმარებლების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილების გამოსახატავად Twitter-ს მიმართა.

ცნობები ხარვეზების შესახებ პირველად დღეს დილით გავრცელდა. ფეისბუქის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.