დღეიდან, 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ტურისტული ვიზის აღებას საზღვარზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

უწყების ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტის შემთხვევაში, ტაილანდის სამეფოში დარჩენა 15 დღით იქნება შესაძლებელი.

2018 წლის 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლიდან ამოქმედდებოდა Visa on Arrival, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემდა, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აეღოთ.