ვინც სამეფო კარის თამაშებს უყურებს, კარგად იცის, რომ არია სტარკს საკუთარი სია აქვს, რომელშიც იმ ადამიანების სახელები წერია, ვისი მოკვლაც სტაკს სურს.

მსახიობმა GOT-ის ფინალური სეზონის გამოსვლამდე, რამდენიმე საათით ადრე, ტვიტერზე იმ პერსონაჟების სია კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, ვისი მოკვლაც არიას ასე სწადია.

ამ სიიდან ჯოფრი უკვე მკვდარია. მართალია ის არიას არ მოუკლავს, თუმცა ეს ვის ადარდებს?! GOT-ის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ პერსონაჟს სული თვით ოლინა ტირელმა გააფრთხობინა.

სიაში სერსეი ლანისტერის გვერდით, ამჯერად ბრიტანელი მომღერალი ლიამ პეინიც მოხვდა. თუმცა, უცნობია რატომ.