ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერი დავით მაღრაძე ფილარმონიაში მოძრაობა დაიცავი საქართველოს პრეზენტაციას მართავს. მაღრაძის განცხადებით, მოძრაობის მიზანია საზოგადოების დაცვა იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც მათზე არ ზრუნავენ.

"ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩემობს დღეს მთელი პოლიტიკური სივრცე მოიცვას თითქმის კერპთაყვანისცემლობას ითხოვენ. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან, თავისუფლებისთვის სწრაფვა მათი ცხოვრების წესია. გვინდა, რომ ამ მოძრაობას დავუდოთ საფუძველი, როგორც ერთდროს აქ, ბევრი წლის წინ სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ასე ვიფიქრეთ, რომ დაიცავი საქართველო ამ ნიშნით გაგვეცოხლებინა", — განაცხადა მაღრაძემ.

შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები. მათ შორის არიან ქართული ოცნებიდან წასული დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ვატო შაქარიშვილი და შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი.

შეხვედრას ესწრებიან შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, მათ შორის დათო ხუჯაძე და ძმები გაჩეჩილაძეები, რომლებიც ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერები არიან..

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ვატო შაქარიშვილი

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

2019 წლის 14 მარტს მაღრაძემ დააანონსა, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო გააქტიურდებოდა. მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს მისი დამსახურებების გამო, თუმცა განმარტა, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.