მას შემდეგ, რაც კვირას, ნიუ-ჯერსიში ზურგჩანთა იპოვეს, რომელშიც 5-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო, აშშ-ს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ ერთ საეჭვო ნივთთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

FBI-ის ადგილობრივი ოფისი ტვიტერზე წერს, რომ ეს იყო "რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი".

"ვინც მოწყობილობა ურნაში მოათავსა, სავარაუდოდ, მისი თავიდან მოშორება უნდოდა. ეს ადგილი არ არის ხალხმრავალი ადგილი" - ამბობს ქალაქის მერი CNN-თან.

კვირას, დაახლოებით 21:30 საათზე, ორმა კაცმა სანაგვე ურნაში ზურგჩანთა იპოვა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ეს ამბავი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის აფეთქებასთანაა დაკავშირებული.

18 სექტემბერს ღამით, ნიუ-იორკში, 23-ე ქუჩისა და მე-6 ავენიუს კვეთაზე ხელნაკეთი ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.