კაპანაძე: პრიორიტეტები სრულდება იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება ჰქონდეს გუნდს
"დღეისათვის ჩვენი ყველა პრიორიტეტი, რომელიც აქვს აჭარის მაუწყებელს დადგენილი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, სრულდება მაუწყებლობების მიერ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება ქონდეს გუნდს", — ასე უპასუხა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრების კრიტიკას, რომლებიც მის იმპიჩმენტს მოითხოვენ.
კაპანაძე ამბობს, რომ მთავარი ამოცანები და გამოწვები, რომელიც გუნდს ქონდა გადაცემებთან დაკავშირებით დაძლეულია. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი გრძელდება.
"დღეისათვის ჩვენს ბადეში თქვენ ნახავთ მყარ ზოლებს, ნახავთ გადაცემებს, რომელიც მორგებულია იმ საჭიროებებზე, რაც აქვთ დღეს აჭარასა და საქართველოში ადამიანებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ირგვლივ აქვთ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს", — განაცხადა კაპანაძემ TV პირველის ეთერში.
კაპანაძემ ისაუბრა რეიტინგის პრობლემაზეც. მან აღნიშნა, რომ ტელევიზიის რეიტინგი იდგა მექანიკურ პროდუქციაზე, ფილმებზე, თუმცა მისი თქმით, ფილმები ვერ შეცვლის ხულოსა და ქედის ადამიანების ცხოვრებას.
კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.
კაპანაძის იმპიჩმენტისთვის გადამწყვეტი იმედაიშვილის ხმაა, რადგან საბჭოს სხვა წევრები ამბობენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ ხმის მიცემას არ აპირებენ.
თავად კაპანაძემ განაცხადა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს აჭარის ტელევიზიაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაროგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა როგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა
-
-
-
გადახედვაანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ ანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ
-
-
გადახედვაშორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა
-
-
გადახედვაპუტინიზმის უნდა გვეშინოდეს, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის — ბორის აკუნინი პუტინიზმის უნდა გვეშინოდეს, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის — ბორის აკუნინი
-
გადახედვამეთიუ მილერი: ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს მეთიუ მილერი: ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, ონლაინმედია პარლამენტის აკრედიტაციას ბოროტად იყენებს პაპუაშვილის განცხადებით, ონლაინმედია პარლამენტის აკრედიტაციას ბოროტად იყენებს
-
-
გადახედვაპარლამენტი აცხადებს, რომ არც დღეს შეუშვებს ონლაინ მედიას შენობაში პარლამენტი აცხადებს, რომ არც დღეს შეუშვებს ონლაინ მედიას შენობაში
-
-
გადახედვა16 აპრილს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება 16 აპრილს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება
-
გადახედვა"საქართველო სწორ გზაზეა" — "რუსული სამყაროს" იდეოლოგმა დუგინმა ქართული ოცნება შეაქო "საქართველო სწორ გზაზეა" — "რუსული სამყაროს" იდეოლოგმა დუგინმა ქართული ოცნება შეაქო
-
გადახედვაპოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციაზე 14 ადამიანი დააკავა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციაზე 14 ადამიანი დააკავა
-
გადახედვარას ამბობს კრიმინალური პოლიციის უფროსი მშვიდობიან აქციაზე დაკავებულების შესახებ რას ამბობს კრიმინალური პოლიციის უფროსი მშვიდობიან აქციაზე დაკავებულების შესახებ
-
გადახედვაომბუდსმენი: არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი ომბუდსმენი: არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი
-
გადახედვაპრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!
-
გადახედვაქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, აკავებენ
კომენტარები