ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დაყენების საკითხი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. ამის შესახებ განცხადება პარტიის პრესსამსახურმა On.ge-ს მიაწოდა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ დღეს აჭარის ტელევიზია ღია ზეწოლის მსხვერპლია და ხელისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დახმარებით გადააყენოს პროფეიონალი.

"დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს", — აღნიშნავენ პარტიაში.

მათი განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს მათ მიერ დასახელებული წევრი, ირაკლი დარცმელიძეც პოლიტიკური ზეწოლით მოქმედებს.

"[ირაკლი დარცმელიძეს] მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას", — აღნიშნავს პარტია.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

ამავე თემაზე: