ნეტფლიქსი, ემი პოლერი, ტინა ფეი და მაია რუდოლფი — ამ სახელების გაგონება საკმარისია იმისთვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, წინ როგორი კარგი ფილმი გველოდება, მითუმეტეს თუ ახალი კინოსურათი კომედიური ჟანრისაა.

Wine Country — ასე ჰქვია ემის პირველ სარეჟისორო ნამუშევარს, რომელშიც მასთან, მაიასთან და ტინასთან ერთად, ამერიკის ყველაზე საყვარელი და სასაცილო მსახიობი - ანა გასტეიერი და რეიჩელ დრეჩიც ითამაშებენ.

ფილმის სიუჟეტი დიდი ხნის მეგობრების შესახებ გვიყვება, რომელთაგან ერთ-ერთი 50 წლის ხდება. ამის აღსანიშნავად მეგობრები სამოგზაუროდ წასვლად გადაწყვეტენ.

ფილმის პრემიერა 8 მაისს შედგება.