იმან, თუ როგორ გამოვთქვამთ ცალკეულ ბგერას, შესაძლოა, ახალგაცნობილ თანამოსაუბრეს ჩვენს იდებტობაზე არც თუ დასაბუთებული წარმოდგენა შეუქმნას. მაგალითად, თანამედროვე ქართულ ენაში -ს რბილ და მაგარ ფორმას სტერეოტიპულად აქვს მიწერილი გარკვეული კონოტაციები. თუმცა, გაგიკვირდებათ და, ბგერა, რომელიც მსოფლიოს ენების მასშტაბით იწვევს მსგავს ორაზროვან დამოკიდებულებას არა - , არამედ ასო-ბგერა გახლავთ.

სამეტყველო ასოთა Doctor Who არის: ის რამდენიმე, აშკარად განსხვავებულ ფონემას წარმოადგენს, თუმცა ჩვენ მათ მაინც ერთ ბგერად მივიჩნევთ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე როლს ასრულებენ. მაგრამ ის, თუ რომელ -ს იყენებ, ძალიან ბევრ რამეს ამბობს შენს იდენტობაზე, წარმომავლობასა და მისწრაფებებზე.

ის, თუ როგორ გამოთქვამენ ბგერა რ-ს, იმაზე მეტს ამბობს ადამიანებზე, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ფოტო: BBC

მსოფლიოს ენების სამ მეოთხედ ნაწილს აქვს სულ მცირე ერთი ბგერა, ანუ ის, რასაც ლინგვისტები როტულს უწოდებენ. პრობლემა ის არის, რომ როტულ ფონემებს ძალიან ცოტა აქვთ ერთმანეთთან საერთო: ზოგი მათგანი პირის ღრუს უკანა ნაწილიდან გამოითქმის, ზოგი - ტუჩებიდან; მათი წარმოთქმისას ენა ან ვიბრირებს, ან ჰაერის ნაკადს აკავებს - ზოგჯერ სრულიად, ზოგჯერ ნაწილობრივ, ზოგჯერ კი ძალიან სუსტად. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა მათგანს, როგორც წესი, ერთი ბგერის სხვადასხვა ვერსიად აღვიქვამთ. მაგალითად, ფრანგული კლასიკური უვულარული -ს გაგონება თუ გინდათ, მოუსმინეთ როგორ ამბობს საკუთარ სახელს ერკიულ პუარო. იმავე უვულარული -ს გერმანული ვერსია ამისგან განსხვავებულია, რადგან ის ხმოვნების შემდეგ მთლიანად შთაინთქმება. გაიხსენეთ, როგორ გამოთქვამს არნოლდ შვარცნეგერი საკუთარ სახელს, ან როგორ ამბობს ცნობილ ფრაზას ფილმიდან Kindergarten Cop: it’s not a tumah!

ლინგვისტები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ რა საერთო აქვს ყველა ფონემას. ცინცინატის უნივერსიტეტში ჩატარებული უახლესი სონოგრაფული გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა როტული ბგერის წარმოთქმისას ენის წინა ან ზედა ნაწილი, მართალია, სხვადასხვა პოზიციაში იმყოფება, მაგრამ მისი უკიდურესი უკანა ნაწილი ყოველთვის ჭიმავს ყელს.

როტულ ფონემათა უმეტესობა წარმოთქმისას იმაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე - სხვა, რიგითი სამეტყველო ბგერები და ბავშვები, როგორც წესი, მათ წარმოთქმას ყველაზე ბოლოს, ან ზოგჯერ ვერც ვერასოდეს სწავლობენ.

ენის წვეროს ვიბრირება განსაკუთრებით რთულია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოსაუბრეებმა უფრო მარტივი გზა არჩიონ - ძალისხმევის დაზოგვა ფონემათა ცვლის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. თუმცა, ადამიანებს საკუთარი სათქმელის სხვა ადამიანებამდე მისატანად ძალების არდაშურებაც გვჩვევია. შესაბამისად, გამოთქმისა და გაგების სიმარტივე არ არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვხვდებით მრავალგვარ -ს ევროპაში მოგზაურობისას - ამ მრავალფეროვნებას მეტწილად მოდა და იდენტობის საკითხები განაპირობებს.

გავრცელების ისტორია

საუკუნეების წინ ლათინურ ენაზე მოსაუბრეები -ს ენის წვეროს მეშვეობით წარმოთქვამდნენ, ანუ ზუსტად ისე, როგორც - იტალიურად მოსაუბრეთა უმრავლესობა დღეს. დიდი ხნის განმავლობაში ფრანგებიც ასე იქცეოდნენ. მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსათვის საფრანგეთის ინტელექტუალთა წრეებში -ს ყელის უკანა ნაწილიდან წარმოთქმა გახდა პოპულარული. -ს მსგავსი, უვულარული ფორმა, სავარაუდოდ, ძალისხმევის დასაზოგად, ან მოდაზე აყოლის გამო გაჩნდა. ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორიც ფიზიკოსი ნიკოლას ანდრი იყო, ხალხს ურჩევდნენ, რომ ფონემის სწორედ ეს ვერსია გამოეყენებინათ, რადგან ბევრმა მის სანაცვლოდ -ს და -ს თქმა, ან ბგერის ჩაყლაპვაც კი დაიწყო. ამგვარად, უვულარულმა -მ ნელ-ნელა მთელს საფრანგეთში მოიკიდა ფეხი და მისი ენის წვეროთი გამოთქმული ვერსია ვულგარულად ან პროვინციალურად ჩაითვალა.

ახლებური გამოთქმა მაღალი წრეების წარმომადგენლების დახმარებით გავრცელდა ქალაქიდან ქალაქში, გერმანიასა და ჰოლანდიაში, და დანიამდეც ააღწია; ყოველ შემთხვევაში, ლინგვისტიკის ისტორიაში ეს ამბავი სწორედ ამ ფორმითაა შემორჩენილი. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. არსებობს მტკიცებულება, რომ უკანაყელისმიერი ამ მოვლენამდეც შეიმჩნეოდა გერმანულის რამდენიმე დიალექტში და, თანაც, არა ქალაქის ელიტურ წრეებში, არამედ - პროვინციებში.

პორტუგალიელებს, ესპანელების მსგავსად, ორნაირი - რბილი და მაგარი რ აქვთ.

ფოტო: BBC

ამისდა მიუხედავად, ახალებური -ს ფართომასშტაბიანი გავრცელება გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მაღალი წრის ხალხისა და მოგზაური ვაჭრების მეშვეობით მოხდა. ბერლინში ფონემამ 1700 წლისთვის მიაღწია, ხოლო კოპენჰაგენში - მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, აქედან კი მთელ დანიაში გავრცელდა. სამხრეთ შვედეთში ის მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაჩნდა. უვულარული ნორვეგიაშიც გავრცელდა, კერძოდ კი ბერგენში, რომელსაც ვაჭრობის დიდხნიანი ისტორია აკავშირებს გერმანიასთან.

ახალებურმა ბგერამ ჰოლანდიაშიც შეაღწია, მაგრამ დღეისათვის ამ ქვეყანაში -ს ყველა შესაძლო ფორმას შეიძლება მოჰკრა ყური, მათ შორის - მის ამერიკული ვერსიასაც კი. მაგალითად, ახალგაზრდა ჰონადიელი ქალები სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვაგვარ -ს ამჯობინებენ (ქალები ზოგადად ენობრივი ცვლილებების უპირველეს გამავრცელებლებად ითვლებიან).

მეზობელ ბელგიაში ფლამანდური ანუ იგივე ჰოლანდიური ენის უვულარული არ დამკვიდრებულა. ამის მიზეზი, შეიძლება, ის იყოს, რომ ბელგიაში ფრანგულენოვანი მოსახლეობაც ცხოვრობს და ის, თუ როგორ წარმოთქვამ -ს, ენობრივი მიკუთვნებულობის დემონსტრირების საშუალებადაც იქცა.

უვულარულმა -მ დასავლეთშიც იმოგზაურა. ესპანელები მას გაუძალიანდნენ (თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა ადგილს). აი, პორტუგალიაში კი ის ელვის სისწრაფით გავრცელდა. პორტუგალიელებს, ესპანელების მსგავსად, ორი სახის აქვთ: მაგარი (მაგალითად, სიტყვაში carro) და რბილი (მგალითად, სიტყვაში caro). მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შედარებით დიდ ქალაქებში რამდენიმე გავლენიანმა პორტუგალიელმა მაგარი -ს ნაცვლად ფრანგული ვერსიის გამოყენება დაიწყო. ეს შეიძლება ყოფილიყო, ან არც ყოფილიყო ფრანგულის პირდაპირ გავლენის შედეგი. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ახლებური გამოთქმა თითქმის მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ბრაზილიაში კი ეს ცვლილება სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. აქ იმის გათვალისწინებით, თუ სად ხარ ან ვის ელაპარაკები, -ს სანაცვლოდ გაიგონებ ჰოლანდიურ -ს ან -ს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ბგერა საერთოდ არ ისმის. ასე რომ, მაგარი -ს ბრაზილიური ვერსია თუ გაინტერესებთ, მათ მიერ ნათქვამ სიტყვა რიო-ს მოუსმინეთ - დიდი შანსია, რომ ჰიი-ოო-ს მსგავსი ბგერათწყობა გაიგონოთ.

ბრაზილიაში რ-ს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად გამოთქვამენ.

ფოტო: BBC

ამასობაში, მეორე, რბილი მეტნაკლებად იგივენაირი დარჩა... თუმცა სიტუაცია ბოლო ხანში შეიცვალა. ახლა პორტუგალიის ქალაქების ზოგიერთმა მცხოვრებმა ხმოვნების შემდეგ მისი გამოთქმა ამერიკული ფორმით დაიწყო. სან-პაულუსთან ახლოს, სოფლების მკიდრნი ამ ფორმას დიდი ხანია, იყენებენ. თუმცა, რადგან ისინი საზოგადოების მოდურ ნაწილს არ წარმოადგენენ, მათ აქცენტს ქალაქელები "სოფლურ მეტყველებას" უწოდებენ.

აი, ინგლისურენოვანებმა კი სულ სხვა გზით სიარული დაიჟინეს. ათასობით წლის წინ ინგლისელებს, ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ,-ს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ, მაგრამ ისტორიკოსი ლინგვისტები დღემდე კამათობენ დეტალების შესახებ. თუმცა, ის კი ვიცით დანამვილებით, რომ უკვე შექსპირის პერიოდში ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ხალხი ძალისხმევის დასაზოგად ხმოვნების მერე ამ ბგერას საერთოდ აღარ გამოთქვამდა. ეს ტენდენცია საზოგადოების გავლენიან ნაწილს 1700-იანი წლების ბოლომდე არ აუტაცებია. აი, ამის მერე კი მსგავსი გამოთქმა იმდენად სწრაფად გახდა პოპულარული, რომ კოლონიებში მაცხოვრებლები ამერიკული რევოლუციის შემდეგ ინგლისში დაბრუნებისას, ამ ცვლილების შემყურე, გაოცებას ვერ მალავდნენ.

შექსპირის ეპოქაში ზოგიერთმა ინგლისელმა რ-ს მთლიანად ჩაყლაპვაც კი დაიწყო.

ფოტო: BBC / Getty

სამხრეთდასავლური ინგლისური დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით მეკობრეებთან ასოცირდება. ამაში წვლილი მსახიობ რობერტ ნიუტონს მიუძღვის, რომელმაც 1950-იან წლებში დისნეის ფილმებში შავწვერასა და ლონგ ჯონ სილვერის როლები შეასრულა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა Arrrr, matey, თუმცა მსგავსი უხეში მის მიერ წარმოთქმულ სხვა სიტყვებშიც კარგად ისმინება. მსგავსი გამოთქმა ინგლისში სტერეოტიპულად ფერმერის მეტყველების მანერასთანაც ასოცირდება. მაგრამ ბოლო პერიოდში ხმოვნის მერე ფონემის გაქრობის ტენდენცია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთითაც შეინიშნება.

ამერიკული ვარიანტი

არც ამერიკელები ჩამორჩენილან ცვლილებათა ტრენდს. საპორტო ქალაქებში, მეტწილად ბოსტონსა და ნიუ-იორკში, მცხოვრებმა მდიდარმა და განათლებულმა ადამიანებმა მალევე აითვისეს -ს ჩაყლაპვის ბრიტანული ტენდენცია. ასევე მოიქცნენ პლანტაციის მფლობელები სამხრეთში. მათგან კი ეს ფორმა მთლიან ტერიტორიაზე გავრცელდა. ცვლილებამ სამხრეთში მხოლოდ მთებში, პლანტაციებისგან მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობამდე ვერ მიაღწია. და რითი დაჯილდოვდნენ ეს ადამიანები ძველი ფორმისადმი ერთგულებისთვის? რითი და მათი აქცენტი ახლა - როგორც ბრაზილიაში - სოფლურ მეტყველებასთანაა გაიგივებული. მაგრამ არ გეგონოთ, რომ შუაპირისეული მაგარი ყოველთვის პროვინციალურობასთან იყოს ასოცირებული - იმავე ასო-ბგერის გამოკვეთილად გამოთქმა მანდარინის პეკინური დიალექტისთვისაცაა ნიშნეული.

-ს ჩაყლაპვის პრესტიჟულობა ამერიკაში დიდხანს შენარჩუნდა, მაგრამ სამოქალაქო ომის შემდეგ ამ ტენდენციამ გაქრობა დაიწყო და ასე გაგრძელდა მეოცე საუკუნემდე. სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტში მომუშავე ნენსი ელიოტმა 1932 წლიდან 1980 წლამდე გადაღებულ ამერიკულ ფილმებში მთავარი როლის შემსრულებელი კაცებისა და ქალების მეტყველება შეისწავლა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ -ს ჩაყლაპვის შემთხვევებმა წლების მსვლელობასთან ერთად ერთი და იმავე ადამიანის მეტყველებაშიც კი საგრძნობლად იკლო. მაგალითად, ფრედ ასტერი 1930-იან წლებში 80 პროცენტ შემთხვევაში არ წარმოთქვამდა -ს, 1970-იან წლებში კი ამ მაჩვენებელმა 28 პროცენტამდე იკლო; მირნა ლოი 96 პროცენტიდან შვიდ პროცენტამდე ჩამოვიდა.

ძველი ჰოლივუდის ისეთმა ვარკვლავებმა, როგორიც ფრედ ასტერია, 1930-იან წლებში რ თანხმოვნის ჩაყლაპვა დაიწყეს, თუმცა 40 წლის შემდეგ ეს ტენდენცია მოდიდან გადავიდა.

ფოტო: BBC / Getty

თავდაპირველად -ს გამოტოვების სიხშირე მაღალ სოციალურ სტატუსთან და საუბრის ზრდილობიან ფორმასთან ასოცირდებოდა. მთავარი როლის შემსრულებელი კაცები მთავარი როლის შემსრულებელ ქალებთან საუბრისას უფრო მეტი სიხშირით არ წარმოთქვამდნენ -ს, ვიდრე - ჩხუბის სცენებში; ასევე, მდიდრების როლში მყოფი მსახიობები საუბრისას უფრო ხშირად ყლაპავდნენ ამ თანხმოვანს, ვიდრე - ღარიბების როლის შემსრულებლები. მაგრამ 1960-იანებში პრესტიჟულობის აღქმა საპირისპიროდ შეიცვალა: ახლა, თუ მდიდარი პერსონაჟი საუბრისას-ს არ წარმოთქვამდა, ის, როგორც წესი, ბოროტმოქმედიც იყო. ამასთან, ეს ფორმა დაბალი ფენის წარმომადგენელთა მეტყველებასთანაც გახდა ასოცირებული. დღეისათვის, -ს ჩაყლაპვა ტიპურად ნიუ-იორკულ აქცენტად აღიქმება.

ცნობილ ამერიკელ მსახიობთა შორის აღსანიშნავია ჰამფრი ბოგარტი - ის -ს ჩაყლაპვის დიდი მოყვარული გახლდათ. მაგალითად, კასაბლანკას ერთ-ერთ ბოლო სცენაში მის მიერ ნათქვამ ცნობილ ფრაზას, - Here’s looking at you, kid, - თუ ყურს დავუგდებთ, სიტყვა here-ში -ს გაგონება ძალიან გაგვიჭირდება. დღევანდელი ჰოლივუდის ჰამფრი ბოგარტად ჰარისონ ფორდი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ფორდი თავის -ებს ყოველთვის მკაფიოდ გამოთქვამს; ვარსკვლავური ომების ისეთ საკულტო ფრაზებში, როგორიცაა He’s the brains, sweetheart ან Never tell me the odds, ყველა თავის ადგილზეა.

თუმცა, ამით ყველაფერი ა დამთავრებულა; -ს გამოთქმის ცვლა სხვადასხვა ადგილას კვლავ გაგრძელდება. ეს არაა მხოლოდ მოდის საკითხი, არამედ - იდენტობისაც. ის, თუ რა ფორმით არჩევ ამ ბგერის წარმოთქმას, შენი გემოვნებისა და თვითაღქმის ანარეკლიც კი შეიძლება იყოს.