თბილისის საკრებულოში უმრავლესობა, ქართული ოცნება ვატო შაქარიშვილთან ერთად ჯაბა ჯიშკარიანმაც დატოვა. ამის შესახებ მათ ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართეს.

"მორალური ფასეულობებისაგან გადახვევა ხდება. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპული ადამიანების ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება. მათი ნაცებად გამოცხადება. ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაიცა", — განაცხადა შაქარიშვილმა.

შაქარიშვილი და ჯიშკარიანი პარტიიდან მოსამართლეების თემაზე დაწყებული დაპირისპირების გამო წავიდნენ.