ქუთაისში, ქვეითად მოსიარულე მოზარდ გოგოს ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევა დღეს, 10 აპრილს შუადღეს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.