ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თათია ლორთქიფანიძემ საჯაროდ 9 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თათია ლორთქიფანიძის თქმით, 5 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე არ გამოდიოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.
"რთული სასაუბროა, მაგრამ იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ, ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი. ერთხელ ოთახში შემოვიდა – "კაცი ხომ არ გინდაო?". ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ვუთხარი, ოთახიდან გასულიყო", — განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
ძალოსანის მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმართავს სამართალდამცავს უწყებებს და ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს.
"ეს არის ზეწოლა, არა მხოლოდ დისკრიმინაცია, არამედ სექსუალური ხასიათის შევიწროება, რომელსაც ჰქონდა კამპანიური და ორგანიზებული ხასიათი და თათია არა მხოლოდ ექცეოდა დარტყმისა და წნეხის ქვეშ, არამედ მისი მწვრთნელიც. ეს იყო სექსუალური შევიწროება და ასევე დისკრიმინაცია ქალი სპორტსმენის მიმართ. მას არათანაბარ პირობებში აყენებდნენ და იძულებულს ხდიდნენ გარკვეული პირობების ნაცვლად გარკვეული ქმედებები განეხორციელებინა", — უთხრა On.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ძალოსანთა ფედერაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ ბრალდებებზე კომენტარებს ვერ გააკეთებენ, რადგან ფედერაციაში ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონატსა და მედლებზე ფიქრობენ. დამატებითი განმარტებები მას შემდეგ გაკეთდება, რაც 13 ივნისს ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატი დასრულდება.
მანამდე თათია ლორთქიფანიძის ჩემპიონატიდან მოხსნასთან დაკავშირებით იმედთან განმარტება გააკეთა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ. მისი თქმით, თათია ლორთქიფანიძე ჩემპიონატიდან უპასუხისმგებლობის გამო მოხსნეს.
"ნაკრების უგულებელყოფა, შეკრებებზე არგამოცხადება, თვითნებური მომზადება და არაჯეროვანი მოქცევა, აქედან გამომდინარე ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო", — განაცხადა ასანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ფედერაციის პოზიციას "ქვისლების საქმეს" უწოდებს.
"ამ საქმეს აუცილებლად მიეცემა კოდური დასახელება "ქვისლების საქმე" იმიტომ, რომ ეს არის ნეპოტიზმის მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ასანიძისა და ჯანჯღავას ტანდემი. სამწუხაროდ, ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კახიაშვილი ამის მაყურებელია. ჩვენ ვგეგმავთ სამართლებრივი გზებით ჩვენი სტატუსის აღდგენასაც და იმ მორალური შეურაცხყოფის გამოსწორებას, რომელიც თათია ლორთქიფანიძემ მიიღო", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მათ უკვე გააცნეს საკუთარი პოზიცია სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები