ეს ალბათ რიგით მეასე მიზეზია, რომელიც თავში მოგვივა, კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა დავტოვოთ ბავშვები ტექნოლოგიებთან მარტო.

თუმცა ჯობს აქედანვე იცოდეთ, რომ მათ შეუძლიათ ის ათწლეულები დაბლოკონ.

სწორედ ასე დაემართა ევან ოსნოსს, The New Yorker-ის თანამშრომელს. მან თავისი 3 წლის შვილი აიპედთან მარტო დატოვა. პატარამ მან მისი გახსნა სცადა, თუმცა პაროლი იმდენჯერ ჩაწერა არასწორად, რომ ჭკვიანი მოწყობილობა თითქმის 50 წლით დაბლოკა.

სასოწარკვეთილმა ევანმა ტვიტერს დახმარების თხოვნით მიმართა:

"ეს რაღაც ცოტა ყალბი ჩანს, მაგრამ ასე გამოიყურება ჩვენი აიპედი მას შემდეგ, რაც 3 წლის ბავშვი გამუდმებით ცდილობდა მის გახსნას".

პოსტს აიპედისთვის გადაღებული ფოტო მოჰყვებოდა, რომელზეც იკითხებოდა წარწერა:

"სცადე 25 536 442 წუთის შემდეგ".

ეს დრო 48 წელზე მეტია, ასე რომ ევანის აიპედი მას პაროლის შემდეგ ჯერზე ჩაწერის საშუალებას 2067 წელს, რომელიმე დღეს, მისცემს.

აიპედის ლოქაუთი ეფლის მოწყობილობების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როცა ვინმე ბევრჯერ შეეცდება თქვენი ტექნიკის ჩართვას და პაროლს არასწორად შეიყვანს. რაც უფრო ხშირად ჩაწერენ პაროლს შეცდომით, მით უფრო დიდი ხნით დაიბლოკება აიპედი.

ევანს ტვიტერის მომხმარებლებმა სხვადასხვა რჩევები გაუზიარეს. მათ შორის იყო ისეთი უსარგებლო იდეები, როგორიცაა ტექნიკის ბრინჯში ჩადება და დროში მოგზაურობის შესაძლებლობისთვის დალოდება.

რამდენიმე დღის შემდეგ, ევანმა აიპედის განახლების რეჟიმში ჩართვა (DFU) შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ საყვარელ მოწყობილობას იმაზე ადრე დაიბრუნებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. და იმედია ცხოვრების გაკვეთილს გაიაზრებს და 3 წლის შვილს აიპედის პაროლს აღარ დაუმალავს.