თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს 10 აპრილის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სატრანსპორტო კომპანიას ქალი მძღოლები შეემატა. მისი თქმით, 21-მა ქალმა მძღოლმა დადებითად გაიარა გადამზადება და D კატეგორიის მართვის მოწმობა მიიღო:

"ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს. ქალი მძღოლები შემოგვემატა სატრანსპორტო კომპანიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი იმუშავებს. ეს გადამზადების ძალიან საინტერესო პროგრამა არის, რომელსაც ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ", — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქალი მძღოლები ახლადჩამოყვანილი ავტობუსებით მოემსახურებიან მგზავრებს.