გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ანდრიაძეს პირდაპირ მთაწმინდაზე ასვლას ურჩევს. ასე პასუხობს ჯაფარიძე ანდრიაძეს, რომელიც აპირებს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ჯაფარიძემ On.ge-ს უთხრა, რომ ის ამ ამბავს სერიოზულად არ უყურებს. მისივე თქმით, ანდრიაძეს საარჩევნოდ სხვა არაფერი აქვს სათქმელი და გირჩის საკითხზე უნდა სარგებლის მიღება.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ანდრიაძემ დღეს განაცხადა, რომ აპირებს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.