1991 წელს კინოეკრანებზე ბარი ზონენფელდის შავი კომედია ადამსების ოჯახი გამოვიდა.

ფილმი ერთი დიდი ოჯახის საშიშ ისტორიებზე მოგვითხრობს, თუმცა, ჰორორის ჟანრის კინოსურათი არანაირი შიშის გრძნობას არ იწვევს, პირიქით, ის გაჯერებულია უსაზღვრო ფანტაზიითა და იუმორით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის პირველი ვერსია არ ყოფილა და მანამდე მისი სატელევიზიო ვერსიაც არსებობდა, კინოსურათმა გაცილებით დიდი პოპულარობა დაიმსახურა.

ფილმის გამოსვლიდან 27 წელი გავიდა, სულ მალე კი ეკრანზე მისი ანიმაციური ვერსია გამოვა, რომელშიც მთავარ პერსონაჟებს შარლიზ ტერონი, ქლოი გრეის მორეცი, ელისონ ჯეინი, ფინ ვოლფჰარდი, ბეტ მიდლერი და ოსკარ აიზეკსი ახმოვანებენ.

ანიმაციის შექმნაზე კინოსტუდია 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი პრემიერა კი 11 ოქტომბერს შედგება.