გურიაში, დაბა ლაითურში 20 ჰექტარამდე ტყე-ბუჩქნარი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ადგილზე მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა, ისე სახანძრო ტექნიკა.

მათივე თქმით, ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება.