ტეილორ სვიფტმა მშობლიურ შტატ ტენესში არსებულ ლგბტქ თემის დაცვის ორგანიზაციას $113 ათასი გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის დირექტორმა ფეისბუქზე გაავრცელა.

"ტეილორ სვიფტი დიდი ხანია მხარს უჭერს ლგბტქ საზოგადოებას. ის ხედავს, როგორ სიტუაციაში გვიწევს ბრძოლა ტენესში და თავისი ხმით უერთდება იმ უამრავ კარგ ადამიანს, მათ შორის რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც სიყვარულს უჭერენ მხარს", - დაწერა კრის სანდერსმა პოსტში, რომელსაც ტეილორ სვიფტის წერილი ერთვის.

წერილში ამერიკელი პოპვარსკვლავი წერს, რომ ის ორგანიზაციის მუშაობას თვალს ადევნებს და შთაგონებულია მისი ბრძოლით.

Chris Sanders

Taylor Swift has been a long-time ally to the LGBTQ community. She sees our struggle in Tennessee and continues to add her voice with so many good people, including religious leaders, who are...