12 აპრილს სტუდენტების ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება. ისინი აპირებენ სიჩუმის დღე მოაწყონ. ამ გზით სტუდენტები უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოს მოითხოვენ ყველა სტუდენტისთვის, მიუხედავად მათი სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

აღნიშნულ კამპანიას შეუერთდა ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი, ჯულია რობერტსიც, რომელმაც თავის ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და #DayofSilence-ის კამპანიაში ჩაერთო.

"ყოველი ათი ლგბტქ სტუდენტიდან რვას უნივერსიტეტში, კოლეჯსა თუ სკოლაში შეურაცხყოფის ატანა უწევს. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ", - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.