ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მავთულხლართები და ე.წ. საზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა — ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე ოთო ნემსაძე ანტისაოკუპაციო სიმღერითა და კლიპით წარდგება.

"სულ წინ იარე" — სიმღერის ტექსტი, რომლითაც ოთო ნემსაძე საქართველოს წარადგენს, რომა გიორგაძეს ეკუთვნის. ვიდეო რგოლი კი რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო.

შავ-თეთრი კადრების ფონზე ისმის მოწოდება: "ამ მავთულებზეც გადაიარე" და კადრში ჩანს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის მზაობა ე.წ საზღვრის წასაშლელად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ნეტა ბარზილაი გახდა. შესაბამისად, კონკურსის წესების თანახმად ევროვიზია 2019 თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.