ადამიანებს ფულზე მეტად ვარჯიში აბედნიერებთ — კვლევა
იელისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს ვარჯიში უფრო აბედნიერებთ, ვიდრე ფული. უფრო ზუსტად კი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური სტატუსი.
კვლევის მიხედვით, ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობენ, წელიწადის განმავლობაში მხოლოდ 35 დღე გრძნობენ თავს ცუდად, ხოლო არააქტიური მონაწილეები, საშუალოდ, 53 დღესა და მეტს.
მეცნიერების გუნდმა ასევე შენიშნა, რომ სპორტის კონკრეტული მიმართულებები სოციალიზაციასაც უწყობდა ხელს, რასაც არანაკლებ პოზიტიური ეფექტი ჰქონდა მოვარჯიშეებზე.
აშკარაა, რომ ვარჯიშს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური კეთილდღეობა მოაქვს. თუმცა, როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ის ეკონომიკურ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს?
ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეაგროვეს 1,2 მილიონი ამერიკელის მონაცემები ფიზიკურ აქტივობებსა და ფსიქოლოგიურ განწყობებზე.
მონაწილეები ირჩევდნენ 75 სახის ფიზიკური აქტივობებიდან იმას, რომელსაც ასრულებდნენ. მათ შორის იყო როგორც ველოსიპედით სიარული ან სირბილი, ასევე ის ყოველდღიური საქმეები, რომლებიც ჩვენს ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მაგალითად: ბავშვის მოვლა ან გასეირნება, სახლში შესრულებული საქმეები, ბალახის გაკრეჭა და ა.შ.
მონაწილეებისთვის დასმული პირველი კითხვა ასეთი იყო:
"ბოლო 30 დღის განმავლობაში, რამდენჯერ იგრძენით თავი ფსიქიკურად არაჯანსაღად და გამოცადეთ სტრესი, ემოციური პრობლემები, დეპრესია და ა.შ.?"
გამოკითხვა ასევე შეეხებოდა იმ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებსაც მონაწილეები სახლის შიგნით ან გარეთ მიმართავდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვინც უფრო აქტიურნი იყვნენ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ.
მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ისინი, ვინც ვარჯიშობდნენ, თავს ისევე კარგად გრძნობდნენ, როგორც ისინი, ვინც არ ვარჯიშობდნენ, მაგრამ წელიწადში 25 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებდნენ.
იმისთვის, რომ ბედნიერებით ისევე დაგმუხტოს, როგორც ამას სპორტი ახერხებს, ამერიკელების უმრავლესობას იმაზე მეტი შემოსავალი სჭირდება, ვიდრე ახლა აქვს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტს ვარჯიშობ, უფრო და უფრო ბედნიერი ხდები.
"ფსიქიკური მდგომარეობისა და სპორტისთვის დათმობილი დროის კავშირი დადგენილია", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ადამ ჩეკროუდი. მისი მიხედვით, ფიზიკური აქტიურობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, როცა ის დროის კონკრეტულ მონაკვეთებშია მოქცეული.
კვლევის მიხედვით, ვარჯიშისთვის იდეალურია კვირაში 3-დან 5 დღემდე გამოყოფა. მისი ხანგრძლივობა კი თითოეულ ამ დღეს 30-დან 60 წუთამდე უნდა იყოს.
ამაზე მეტს შესაძლოა საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს — როგორც აღმოჩნდა, იმ მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომლებიც დღის განმავლობაში 3 საათზე მეტს ვარჯიშობდნენ, ისეთი კარგი არ იყო როგორც მათი, ვინც ფიზიკურად ნაკლებად დატვირთული იყო.
მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ჯგუფური სპორტის სახეობები, რომლებიც მონაწილეებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში უწყობდა ხელს, მათ ჯანმრთელობაზე ბევრად უფრო პოზიტიური გავლენა ჰქონდა, ვიდრე სხვა ფიზიკურ აქტიურობებს.
თუმცა, არსებობს გამონაკლისები: როგორც აღმოჩნდა, შეიძლება ველოსიპედით მარტო იარო და აერობიკითაც დამოუკიდებლად დაკავდე, თუმცა ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამ ორი ვარჯიშით მიღებული სარგებელი არაფრით ჩამოუვარდება სხვა ჯგუფურ აქტიურობებს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები