ბირმული პითონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური გველია, თუმცა პითონების სტანდარტებშიც კი შეიძლება იყოს ერთი და ვეება.

სწორედ ასეთი მდედრი პითონი დაიჭირეს ფლორიდაში. მისი სიგრძე 5 მეტრს აღემატებოდა, წონა კი 63 კილოგრამს. მის მუცელში 73 კვერცხი იყო.

ესაა უდიდესი პითონი, რომელიც დიდი საირესის ეროვნული ნაკრძალში უპოვნიათ. ტერიტორია ფლორიდისა და მაიამის შტატზე ვრცელდება.

ნაკრძალის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული სურათი პითონის სიდიდეზე მეტყველებს. მასში ჩანს მკვლევარების ჯგუფი, რომლებიც შორიშორ დგანან და ისე უჭირავთ გიგანტური რეპტილია.

ბირმული პითონები სამხრეთ აზიაში ჭარბობენ, თუმცა მათთვის ფლორიდის ტროპიკული კლიმატი იდეალურია, რის გამოც ისინი შტატში საკმაოდ მომრავლდნენ. აშშ-ს ველური ბუნების დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაიამის გარშემო მდებარე ვეება ჭაობში 100 ათასამდე პითონი ცხოვრობს და ისინი ადგილობრივ ცხოველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

სახეობების შესანარჩუნებლად, ფლორიდაში ტარდება კონკურსები მონადირეებს შორის, რომლებიც პითონების განადგურებას ახალისებს.