განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მე-11 და მე-12 კლასის გამოცდები კანონის დონეზე გაუქმებულია. გამოცდების გაუქმების კანონპროექტს დღეს მეორე ცდაზე უყარეს კენჭი.

მისი თქმით, მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის მცდელობისა, კენჭისყრა არ ჩატარებულიყო, პროცედურული ომი დასრულდა და კანონპროექტი პარლამენტის მიერ მხარდაჭერილია.

დღეს, 8 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, უკვე მეორე ცდაზე დაუჭირა მხარი საგამოცდო რეფორმის შესახებ კანონპროექტს. ამ კანონით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმდეს. 5 აპრილს დეპუტატებს კანონპროექტებიც აერიათ და გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩააგდეს.