BBC-ს ცნობით, ბელგიაში პირველად გამოიყენეს ევთანაზია, განუკურნებელი სენით დაავადებული 17 წლის ადამიანისთვის.

ევთანაზიის ფედერალური კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, თინეიჯერს გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილები ჰქონდა.

ბელგია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ყველას და მათ შორის არასრულწლოვნებსაც, ევთანაზიის გამოყენების უფლებას აძლევს. 18 წლამდე პირებისთვის, ამისათვის მშობლების თანხმობაც არის საჭირო.

ევთანაზიის კომისიის ხელმძღვანელის თქმით, საბედნიეროდ ბავშვებში ძალიან იშვიათია ევთანაზიის შემთხვევები:

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მათ [არასრულწლოვნებს] არ უნდა ვუთხრათ უარი ღირსეულ სიკვდილზე".

ევთანაზია ასევე დაშვებულია ჰოლანდიაშიც, თუმცა მხოლოდ 12 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.

2002 წელს, ბელგიამ ლეგალური გახადა, 2014 წელს კი, გააუქმა ასაკობრივი შეზღუდვა ევთანაზიაზე. კანონში, რომელიც პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო, წერია, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებამდე, ბავშვის დაავადება უნდა იყოს განუკურნებელი, ახასიათებდეს გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილები და რამდენჯერმე მოითხოვოს სიკვდილის უფლება.

ევთანაზიის კონტროლის ეროვნული კომიტეტის მონაცემების თანახმად, 2003-დან 2013 წლამდე, ბელგიაში, იმ პაციენტების რიცხვი, რომლებმაც ევთანაზიის უფლება მიიღეს, თითქმის 8-ჯერ 8 752-მდე გაიზარდა.