"ძვირფასო ზესტაფონელებო...", — ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში შეკრებილ მოსახლეობას. მან ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

თალაკვაძის თქმით, ჭიათურის შემდეგ ზესტაფონში მიდის და სწორედ ამიტომ შეეშალა.

"ძვირფასო ზესტაფონელებო... ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ", — თქვა თალაკვაძემ.