მთლად რობოკოპის სცენარით არა, მაგრამ ლოს ანჯელესის პოლიციის ერთ-ერთი ოპერაცია ფუტურისტულ ელემენტებს შეიცავდა.

8 სექტემბერს, სამხრეთ კალიფორნიის უდაბნოში, ადგილობრივი პოლიცია ერთ-ერთ ეჭვმიტანილს დევნიდა, რომელიც 6 საათი განმავლობაში იმალებოდა და სამართალდამცველებს იარაღით ემუქრებოდა.

პოლიციელებმა დამნაშავის ყურადღება შორიდან, მანქანების საშუალებით მიიქციეს, რა დროსაც სპეციალური დანაყოფის რობოტი მას უკნიდან მიეპარა და იარაღი შეუმჩნევლად ააცალა. მას შემდეგ, რაც კრიმინალი მიხვდა, რომ უიარაღოდ იყო და გაქცევის შანსი არ ჰქონდა, ის იძულებული გახდა პოლიციას მშვიდობიანად ჩაბარებულიყო.