გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჰერმან საბოსთვის ხმის მისაცემად მთაწმინდაზე მდებარე სარდაფში გადაეწერა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ჯაფარიძე ავრცელებს.

ფოტო: Zurab Girchi Japaridze / Facebook

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 31 საარჩევნო უბანზე წარიმართება, სადაც, საერთო ჯამში, 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

22 მარტს, გირჩის კანდიდატმა, ჰერმან საბომ პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდება, მათი სხვა მხარდამჭერები სახლში ჩაწერონ, რათა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ.