საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი საგამოცდო რეფორმის შესახებ. ამ კანონით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო.

საკითხს, რომელიც განათლების სამინისტროს დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, კანონის მისაღებად 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატმა განაცხადა, რომ ხმაურის გამო კანონპროექტის დასახელება ვერ გაიგო და დამატებითი კენჭშისყრის ჩატარება ითხოვა.

"ძალიან დიდი ხმაურია დარბაზში, განათლების თემასთან დაკავშირებით გაუგებარი იყო რა კანონპროექტზე იყო საუბარი და თუ რეგლამენტი ითვალისწინებს კარგი იქნება ხელახლა ჩატარდე კენჭისყრა", — განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს საფუძველი განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების.

"ხმაური არ არის არგუმენტი, არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კენჭისყრის დროს, ყველა კანონის დასახელება, როგორც დიდ ეკრანზე, ისე დეპუტატების მაგიდებთან არსებულ პატარა ეკრანებზეცაა გამოსახული.