ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ძარცვისთვის ნასამართლევმა პირმა ბათუმში ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს თაიმსში უკანონოდ შეაღწია და ობიექტის თანამშრომელზე ძალადობით 10 693 ლარის გატაცება სცადა, რა დროსაც ის დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა.