რამდენიმე თვის წინ მედია ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის ურთიერთობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოიცვა.

ინფორმაცია თავდაპირველად Sun-მა გაავრცელა. გამოცემის წყაროს ამტკიცებდა, რომ ჰოლივუდის ორ ვარსკვლავს რომანი აქვს.

ტერონი-პიტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა People-ც და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ წელს კინოინდუსტრიის ეს ორი გამორჩეული სახე ნამდვილად შეხვდა ერთმანეთს, თუმცა, არა პაემანზე, არამედ გადასაღებ მოედანზე.

ამ დრომდე თავად ბრედისა და შარლიზის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული, თუმცა შარლიზ ტერონმა CinemaCon Awards-ზე გადაწყვიტა ჟურნალისტის დასმული კითხვისთვის გულწრფელად ეპასუხა და თქვა, რომ ყველა ჭორი სისულელეა და ურთიერთობა არავისთან აქვს.

"დაახლოებით ათი წელია, რაც მარტო ვარ და სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამისთვის მზად ვარ", - ხუმრობით თქვა მსახიობმა.

შარლიზ ტერონი 2002-2010 წლებში ირლანდიელ მსახიობ სტიუარტ თაუნსენდს ხვდებოდა. 2013 წელს კი ურთიერთობა შონ პენთან დაიწყო, რომელზეც 2014 წელს დაინიშნა თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2015-ში დაშორდნენ. სწორედ ამ ბოლო ურთიერთობის გამო, საინტერესოა, რატომ თქვა შარლიზმა, რომ სერიოზული ურთიერთერთობა 10 წელია არ ჰქონია.