ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებისთვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

როგორც აფხაზური გამოცემა წერს, კანონი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ხოლო საკანონმდებლო ნორმები 2020 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტში განმარტებულია, რომ აღნიშნული მუხლით გასამართლება შეწყალებას არ ითვალისწინებს.