ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს კაცი, რიჩარდ ბიარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია.

მეტიც, ის უკვე მომგებიან თამაშებზეც არ ამბობს უარს და ერთ-ერთი გადასაფხეკი ბარათით, რომლის ფასიც 5 დოლარია, ჯეკპოტი, $250 ათასი მოიგო.

"ცოტა ხნის წინ კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზი დამისვეს. ახლა კი სანამ დრო მაქვს მინდა, რომ ვიმოგზაურო და გავერთო. ჩემს ცოლს ყოველთვის უნდოდა იტალიაში წასვლა, იქ სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. მე მას ახლა ოცნებას ავუსრულებ", — ამბობს რიჩარდი.

რიჩარდი ასევე აღნიშნავს, რომ მომგებიან თამაშებს ხშირად არ თამაშობს, იღბლიანი ბილეთი კი მხოლოდ მას შემდეგ იყიდა, რაც მისმა ცოლმა სარეკლამო ბანერზე სოლიდური ჯეკპოტის თანხა შენიშნა.

"როდესაც იღბლიანი ციფრები ამოვიდა და ჯეკპოტი მოვიგე, თვალებს არ ვუჯერებდი", — ამბობს იღბლიანი კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა მოგებას, რადგან ცოლისთვის ოცნება აესრულებინა.

რიჩარდი კუთვნილ თანხას სულ მალე აიღებს. თუმცა, კანონით გათვალისწინებული გადასახადის შემდეგ მას მხოლოდ $176 ათასის წაღება შეეძლება სახლში.